|
2022-12-13 19:21:21, 1269 ნახვა
საზოგადოება
ყაველაშვილი სააკაშვილზე - ხვალ იქნება გულის წასვლის ინსცენირება, რომ უფრო მძაფრი სიუჟეტი იყოს
ეს არის დიდი სპეცოპერაციის ნაწილი. ხვალინდელ სხდომასთან დაკავშირებით გამოიკვეთა კიდევაც, ადვოკატის საუბარს თუ დავემოწმებით, დღეს სამჯერ თუ ოთხჯერ გული წაუვიდა. ამით უნდათ დაანახონ საზოგადოებას, როგორ მძიმედ არის სააკაშვილი და ხვალინდელ ჩართვაშიც ამ სიმულაციას გამოიყენებს, თითქოს გული წაუვიდა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. მისივე თქმით,ოპოზიცია გადაიქცა პოლიტიკურ ნაგვად,რომლის გადამუშავებასაც დასავლელი პარტნიორები ცდილობენ,მაგრამ სიტუაცია იმდენად მძიმედ არის,რომ გადამუშავებასაც აღარ ექვემდებარება. „ეს არის დიდი სპეცოპერაციის ნაწილი. ხვალინდელ სხდომასთან დაკავშირებით გამოიკვეთა კიდევაც, ადვოკატის საუბარს თუ დავემოწმებით, დღეს სამჯერ თუ ოთხჯერ გული წაუვიდა. ამით უნდათ დაანახონ საზოგადოებას, როგორ მძიმედ არის სააკაშვილი და ხვალინდელ ჩართვაშიც ამ სიმულაციას გამოიყენებს, თითქოს გული წაუვიდა“ ყველასთვის თვალნათელია, რომ ხვალ ასეთი დადგმა იქნება, რომ გული წაუვიდა, რომ უფრო მძაფრი სიუჟეტი იყოს გამოვლენილი დღევანდელი ხაჭაპურიძის ნათქვამიდან, რომ 20 წუთში სამჯერ წაუვიდა გული და ხვალ კიდევ მაინც შეეცდება პროცესს ჩაერთოს. ვეღარაფერი უშველის ამ ძალას. რადიკალური ოპოზიცია გადაიქცა პოლიტიკურ ნაგვად, ჩვენი პარტნიორები ცდილობენ, როგორმე გადამუშავებას დააქვემდებარონ, მაგრამ იმდენად მძიმე ნივთიერებებით არის შეპყრობილი პოლიტიკური ოპოზიცია, შეუძლებელია მათი გადამუშავება და ბუნებრივ პირობებს უნდა დაველოდოთ, რომ ნელ-ნელა ეს მავნე და საშინელი ძალა გაილევა“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)