|
2022-12-12 13:19:03, 1473 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერმა განახლებული მელიქიშვილის გამზირი დაათვალიერა
მელიქიშვილის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. განახლებული გამზირი დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა. „მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია დასრულდა. როგორც საზოგადოებას დავპირდით 4 დეკემბერს სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, დაახლოებით, 6 კილომეტრზე გამოიცვალა კომუნიკაციები, განახლდა წყალარინებისა და წყლის სადრენაჟე სისტემები, გაზის მილები. რაც შეეხება საგზაო ინფრასტრუქტურას, დაიხაზა ზებრა გადასასვლელები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. ეს მიდგომა სხვა გამზირებსა და ქუჩებზეც გაგრძელდება. სამწუხაროდ, ბევრი ქუჩაა რთულ მდგომარეობაში, საჭიროებს განახლებას თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით, ყველა მათგანზე გაგრძელდება მსგავსი მიდგომები იმისთვის, რომ თბილისის ყველანაირად მოწესრიგდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ. პროექტის ფარგლებში, მელიქიშვილის გამზირზე - ვარაზისხევიდან ჭოველიძის ქუჩამდე, ასევე, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის წინ და ვერის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე რეაბილიტირდა მიწისქვეშა და მიწისზედა საკომუნიკაციო ქსელები, მოეწყო სანიაღვრე და გარე განათების ახალი ქსელები, დამონტაჟდა თანამედროვე, LED სანათები, მოეწყო მიწისქვეშა ურნები, ასევე, მიწის ქვეშ განთავსდა საჰაერო კაბელები. ჰიდროიზოლაციის სამუშაოები ჩატარდა თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში, ბუნებრივი ქვის ფილებით მოპირკეთდა ტროტუარი, გზის სავალ ნაწილზე კი სამფენიანი ასფალტის საფარი დაიგო. აღსანიშნავია, რომ მელიქიშვილის გამზირზე მსგავსი საფუძვლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები პირველად განხორციელდა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)