|
2022-12-10 11:11:10, 3182 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის პირველ მდივანს, კატალინ გერმანს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის პირველ მდივანს, კატალინ გერმანს შეხვდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD IV) ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მათივე ცნობით, მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს თანამშრომლობისა და ფინანსური მხარდაჭერისთვის და პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „მოგეხსენებათ, სახელმწიფოსთვის სოფლის მეურნეობის განვითარება პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ევროკავშირი საქართველოს სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების და გარემოსდაცვითი მიმართულებების გაძლიერების ძლიერი მხარდამჭერია. ჩვენ, ევროკავშირის და დონორი ორგანიზაციების დახმარებით, მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ, თუმცა, გამოწვევები ჯერ კიდევ ბევრია. ვფიქრობ, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ დარგის ეფექტიან რეფორმირებას და ევროკავშირთან დაახლოების პროცესის ხელშეწყობას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. კატალინ გერმანის განცხადებით, ევროკავშირი, დონორ ორგანიზაციებთან ერთად, მხარს უჭერს ENPARD IV-ის ფარგლებში დასახული ამოცანების ეფექტიან შესრულებას, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების პროცესში. „შეხვედრაზე საუბარი შეეხო სურსათის ეროვნული სააგენტოს და სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის შესაძლებლობების გაძლიერების, კოოპერაციული მეურნეობების ხელშეწყობის და LEADER/CLLD მიდგომაზე დაფუძნებული ადგილობრივი მხარდაჭერის პროგრამის ეფექტიანი განხორციელების მნიშვნელობის საკითხებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)