|
2022-12-08 12:57:32, 1146 ნახვა
საზოგადოება
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ოფიციალური ვიზიტით ისრაელში იმყოფებოდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, შალვა ბედოიძე, სამუშაო ვიზიტით, ისრაელს ესტუმრა, სადაც სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელ პირთა საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ვიზიტის ფარგლებში, შალვა ბედოიძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა ისრაელის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელთან - იაკოვ შაბთაისთან. მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. რაც შეეხება საერთაშორისო კონფერენციას, მას მსოფლიოს 50-ზე მეტი სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. კონფერენციას ისრაელის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელი მასპინძლობდა. ღონისძიების ფარგლებში განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა: საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, მასების მართვა, ტერორიზმის წინააღდეგ ბრძოლა, საზღვრის უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციების მართვა. კონფერენციის მონაწილეები დეტალურად გაეცნენ ისრაელის ეროვნული პოლიციის ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და მათ როლს სამართალდამცავ ორგანოებში არსებული გამოწვევების დაძლევაში.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)