|
2022-12-08 10:34:31, 1044 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკის მხარდაჭერით გორში ინტენსიური ტიპის ვაშლის ბაღები გაშენდა
ბაზისბანკმა, შეღავათიანი აგრო კრედიტის პროგრამის ფარგლებში და შპს გარნეთთან თანამშრომლობით, გორის რაიონ სოფელ ბროწლეთში ვაშლის ბაღების გასაშენებლად 600,000 აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური მხარდაჭერა განახორციელა. თანამედროვე, ინტენსიური ტიპის ვაშლის ბაღები 12 ჰექტარ ფართობზე გაშენდა, საიდანაც ერთ ჰექტარზე დაახლოებით 4000-მდე ვაშლის ნერგი დაირგო. ბაღების მოსავლიანობა 50 ტონას აღწევს და პროდუქციის რეალიზება როგორც ქართულ, ასევე სხვა ქვეყნის ბაზრებზე ხორციელდება. ბაღებში ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. ვაშლის ბაღებში სრულად არის გამართული თანამედროვე სარწყავი სისტემები, დამონტაჟებულია სეტყვისგან დამცავი ბადე და მისი საყრდენი სისტემები. „ყოველთვის მხარს ვუჭერთ და მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს აგრო მეწარმეობის განვითარებაში, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს ქვეყანაში ბიზნესის გაძლიერებასა და ეკონომიკის განვითარებას. გვჯერა, რომ ბაზისბანკის ფინანსური ჩართულობა წარმატებული იქნება და ჩვენი პარტნიორობა გაფართოების კიდევ მეტ შესაძლებლობას მისცემს მეწარმეს. მუდმივად ჩართული ვართ აგრო სექტორის განვითარებაში და ფინანსურ დახმარებას ვუწევთ სოფლის მეურნეობის სექტორს ყველა მიმართულებით.“ - აღნიშნა ბაზისბანკის კომერციულმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)