|
2022-12-07 15:11:00, 848 ნახვა
საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძე საბერძნეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, მარია თეოდორუს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, მარია თეოდორუსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და საბერძნეთს შორის ეკონომიკური და ტურისტული ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობებზე, საინვესტიციო პოლიტიკაზე, კულტურული და საგანმანათლებლო მიმართულებით პარტნიორობის განმტკიცებაზე. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბერძნულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მარია თეოდორუმ აჭარის მთავრობის მეთაურს ევროპის საზღვაო რეგიონების ვიცეპრეზიდენტად მეორე ვადით არჩევა მიულოცა და ბათუმის საერთაშორისო ტურისტული და კულტურული მიმართულებით მიღწეულ აღიარებებს გაუსვა ხაზი. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს საქართველო და საბერძნეთი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს აღნიშნავს. გაცნობითი ხასიათის შეხვედრას საელჩოს კომერციული მდივანი ხრისა თანასა ესწრებოდა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)