|
2022-12-07 12:05:48, 664 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს წარმომადგენლებმა, კამპანიის „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, გურიის და აჭარის სკოლებში შეხვედრები გამართეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანიის - ”ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში, სხვადასხვა რეგიონის სკოლებში შეხვედრები გრძელდება. შსს-ს ცნობით, სამინისტროს დანაყოფების წარმომადგენლებმა მოსწავლეებთან შეხვედრები გამართეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის N1 და N4 საჯარო სკოლებში, ასევე, ქალაქ ქობულეთის N2 და N3 საჯარო სკოლებში. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მოზარდებს ინფორმაცია მიაწოდეს სხვადასხვა საჭირო და აქტუალურ თემაზე, მათ შორის ბავშვთა უფლებების, ნაადრევი ქორწინების და მისი ზიანის, ბულინგის, ძალადობისა და ორგანიზებული დანაშაულის შესახებ, აგრეთვე, მართლწესრიგთან დაკავშირებით. შეხვედრებზე სამინისტროს წარმომადგენლებმა ბავშვებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის თემაზე გადაღებული ვიდეორგოლები უჩვენეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანია "ემეგობრე პოლიციას" სექტემბერში დაიწყო, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებრივი ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით დიდ ქალაქებში უკვე ჩატარდა, საინფორმაციო შეხვედრები სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლებში კი წლის ბოლომდე გაგრძელდება.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)