|
2022-12-07 11:06:41, 819 ნახვა
საზოგადოება
სამების ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული 11 პირის პანაშვიდი გაიმართება
სამების საკათედრო ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთიდან დაკარგული 11 პირის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 11 პირის იდენტიფიცირებული ნეშტია გადმოსვენებული, მათგან 8 სამხედრო და 3 მშვიდობიანი მოქალაქე. უწყების ცნობითვე, სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება სამების საკათედრო ტაძარში 7 დეკემბერს, 17:00 საათიდან და 8 დეკემბერს 11:00-დან 14:00 საათამდე. "იდენტიფიცირებულთაგან 3 ნეშტს, სამხედრო პატივით, 8 დეკემბერს, 15:00 საათზე, დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ,- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)