|
2022-12-06 23:06:36, 1312 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში, ხიზანიშვილის ქ. N30-დან ვეკუას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საახალწლოდ დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, გლდანის რაიონში, ხიზანიშვილის ქ. N30-დან ვეკუას ქუჩის კვეთამდე არსებული საგზაო მონაკვეთი („სქაი პლაზასა“ და „გლდანი პლაზას“ მიმდებარე ტერიტორია) დროებით გადაიკეტება. 7 დეკემბრის 09:00 საათიდან ხიზანიშვილის ქუჩიდან წამომსვლელი ავტომობილები, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრაობას შეძლებენ მხოლოდ ნაწილობრივ, „გლდანი პლაზას“ ტერიტორიაზე არსებული პარკინგის გამოყენების მიზნით, გზის დანარჩენ ნაწილზე კი (ხიზანიშვილის ქ. N30-დან ვეკუას ქუჩის დასაწყისამდე არსებული მონაკვეთზე) მოძრაობა შეიზღუდება. ხიზანიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილებისთვის ვეკუას ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ალტერნატიული მკვეთი ქუჩების გამოყენებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების სქემა კი დროებით შეიცვლება. მიკროავტობუსები: N496, N439 და N486 მოსულიშვილის ქუჩიდან მოძრაობას ხიზანიშვილის ქუჩაზე განაგრძობენ, ამავე ქუჩის N35-დან გადავლენ ვეკუას ქუჩაზე, რის შემდეგაც, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიას დაუკავშირდებიან; მიკროავტობუსი N510 ვეკუას ქუჩიდან ხიზანიშვილის ქ. N35-თან დატრიალების შემდეგ, ბოლომდე ხიზანიშვილის ქუჩით გადაადგილდება. აღნიშნულ მიკროავტობუსს გაჩერება ექნება მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარედ, გობრონიძის ქუჩის კვეთასთან. ავტობუსი N297 მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან ხიზანიშვილის ქუჩის ნაცვლად, მოძრაობას ვეკუას ქუჩაზე განაგრძობს, საიდანაც ნანეიშვილის ქუჩას დაუკავშირდება. უკუმიმართულებით მოძრაობისას, ავტობუსი ხიზანიშვილის ქ. N35-თან დატრიალდება და მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრამდე“, ხიზანიშვილის ქუჩით გადაადგილდება.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)