|
2022-12-06 17:35:48, 928 ნახვა
საზოგადოება
ჩხაიძე სააკაშვილზე - იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს - ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ჭამს, უფრო ალბათ არ
მიხეილ სააკაშვილი არ იკვებება სრულფასოვნად, იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს და მისთვის სასურველ დღეებში. ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ჭამს, უფრო, ალბათ, არ, - ამის შესახებ "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა. როგორც ჩხაიძემ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, კლინიკა მესამე პრეზიდენტის დასახმარებლად ყველაფერს აკეთებს, თუმცა, "პაციენტზეც ბევრი რამეა დამოკიდენული". "მდგომარეობა არის სტაბილური, სასიცოცხლო პარამეტრებიც სტაბილურია, შესაბამისად, გრძელდება მკურნალობა... მისი დაავადებიდან გამომიდინარე, რა თქმა უნდა, პაციენტს უკეთდება ყველა სამკურნალო საშუალება, რაც დღეისთვის გამოიყენება. მოგეხსენებათ, მკურნალობა არის რთული პროცესი, ამიტომ ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული პაციენტზეც. კვებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, უნდა იკვებოს სრულფასოვნად და უნდა ითქვას, რომ არ იკვებება სრულფასოვნად, პაციენტი იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს და ისიც მისთვის სასურველ დღეებში, ყოველდღიურად არა. ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ჭამს, უფრო, ალბათ, არ", - უთხრა ჟურნალისტებს "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა და დასძინა, რომ პაციენტს საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესების სურვილი უნდა ჰქონდეს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)