|
2022-12-06 17:19:19, 1636 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი - საქართველომ შეძლო რეგიონში არსებული მწვავე მდგომარეობის ფონზე, ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება
"საქართველომ შეძლო რეგიონში არსებული მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობის და გლობალურად გაუარესებული ეკონომიკური პერსპექტივების ფონზე, ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება. მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია გაგრძელდა 2022 წელსაც და 2021 წელს დაფიქსირებული 10.5%-იანი ეკონომიკური ზრდის შემდეგ, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერშიც ასევე ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 10% შეადგინა. საქართველოს მთავრობის საბაზო პროგნოზით, 2022 წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დავასრულებთ," - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული საქართველოს ეკონომიკური მემორანდუმის – „მომავლის პროექცია კონკურენტუნარიანი, ინტეგრირებული და ძლიერი საქართველოსთვის" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას. ქვეყნის ეკონომიკური მემორანდუმი ასახავს საქართველოს მიღწევებს ბოლო ათწლეულის განმავლობაში და ასევე რეკომენდაციებს დარგობრივი პოლიტიკის მიმართულებით, რათა ქვეყანამ შესძლოს წარმატების მიღწევა მომდევნო ათწლეულის განმავლობაშიც. ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის პარტნიორობა 30 წელზე მეტს ითვლის და მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავარი პარტნიორია ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავების და მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტების განხორციელებაში, მათ შორის კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების, სტრუქტურული რეფორმების განხორციელების, ინფრასტრუქტურის განვითარების, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდისა თუ კვლევა-განვითარების კომერციალიზაციის მიმართულებით. „ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა ეკონომიკის განვითარების კუთხით, მათ შორის მოახერხა და ათწლიან პერსპექტივაში გაანახევრა სიღარიბის დონე, რაც ქვეყნისთვის ჯერ კიდევ მთავარი გამოწვევაა. ამასთან, საქართველომ აჩვენა მდგრადობა საერთაშორისო ეკონომიკური შოკების მიმართ, რაც იყო კიდეც პრეზენტაციაში აღნიშნული, და 2019 წელს საქართველო გახდა საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყანა. თუმცა, ეს ყველაფერი საქართველოს წარმატებისკენ დასაწყისია და ის უკვე გადის მთავრობის მიერ გასატარებელ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებზე, სადაც ასევე მოვიაზრებთ მსოფლიო ბანკის მნიშვნელოვან მხარდაჭერას", - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა. ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველო აგრძელებს კომპლექსური სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას, რაც ხელს შეუწყობს გრძელვადიანი ეკონომიკური მიზნების მიღწევას და კერძო სექტორით განპირობებული ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას. მათ შორის, ისეთ რეფორმებს, როგორიცაა: სახელმწიფო საწარმოების კომპლექსური რეფორმა, განახლებადი ენერგიის მხარდაჭერა ფისკალურად მდგრადი მექანიზმებით და კაპიტალის ბაზრის რეფორმა. ვიცე-პრემიერმა ასევე გაამახვილა ყურადღება საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე, რომლის გამოყენების მიმართულებითაც თანამიმდევრული პოლიტიკა ხორციელდება. მისი შეფასებით, საქართველოზე გამავალ სატრანზიტო დერეფანს დიდი პერსპექტივები გააჩნია. „საქართველო პოზიციონირებს როგორც საიმედო და ხელმისაწვდომი სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას. აღნიშნულ საზღვაო დერეფანს სჭირდება მეტი პირდაპირი, რეგულარული ფიდერული და საბორნე მომსახურება საქართველოსა და რუმინეთს, ბულგარეთს, თურქეთსა და უკრაინას შორის, რაც შეამცირებს ტრანზიტისა და გადაზიდვის დროს და გახდის მომსახურებას უფრო ხელმისაწვდომს. ამასთან, სანავსადგურე ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. პრეზენტაციაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
მარკუს ლამერტი: ვიზების შეზღუდვები გამოწვეულია საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევით
ელჩი: ირანის დიპლომატიამ დაამტკიცა, რომ შეუძლია პირდაპირი დიალოგი იქონიოს საზოგადოებასთან
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)