|
2022-12-06 14:47:53, 829 ნახვა
საზოგადოება
„ახალი მედია არტ-თბილისის“ მონაწილეები საკუთარ იდეებსა და პროექტებს წარადგენენ
6 დეკემბერს, 18:00 საათზე, თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის ორგანიზებით და თბილისის მერიის მხარდაჭერით, მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრ „მუზაში“, კონკურსის - „ახალი მედია არტ-თბილისი“ მონაწილეების იდეა-პროექტების წარდგენა გაიმართება. თბილისის მერიის ცნობით, მონაწილეები წინასწარ გამოცხადებული კონკურსის გზით შეირჩნენ. პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდა ხელოვანებისთვის შეხვედრები გაიმართა, სადაც მედია ხელოვნების საერთაშორისო ტენდენციებსა და სტანდარტებზე იმსჯელეს. დასკვნით ღონისძიებაზე შერჩეული კონკურსანტების იდეა-პროექტების პრეზენტაცია მოეწყობა, რომელთაგან სპეციალური ჟიური სამ გამარჯვებულს გამოავლენს. პროექტის მიზანია, მედია ხელოვნების მიმართულებით საინტერესო და ექსპერიმენტული იდეების წარმოჩენა, ინოვაციური მულტიმედიური პროექტების გამოვლენა, ახალგაზრდა ხელოვანების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა და ახალი ინიციატივების დანერგვა. „ახალი მედია არტ-თბილისი“ თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამის - „შემოქმედებითი თბილისის“ ფარგლებში დაფინანსებული პროექტია, რომელიც თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის მიერ ხორციელდება.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)