|
2022-12-06 11:21:47, 771 ნახვა
საზოგადოება
შშმ პირთა უფლებების დაცვის კვირეულის ფარგლებში დასაქმების ფორუმი გაიმართა
შშმ პირთა უფლებების დაცვის კვირეულის ფარგლებში, დასაქმების ფორუმი ჩატარდა. ღონისძიებაზე 20-მდე კომპანიამ და ორგანიზაციამ 100-ზე მეტი ვაკანსია წარმოადგინა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოს მაძიებელ შშმ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ერთიან სივრცეში დამსაქმებლებს შეხვედროდნენ კომპანიის წარმომადგენლებისგან მიეღოთ ინფორმაცია და სასურველი ვაკანსიები შეერჩიათ. „ფორუმზე სხვადასხვა განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე პირებისთვის წარმოდგენილი იყო ყველაზე მოთხოვნადი ვაკანსიები. ფორუმის შემდეგ, ღიად დარჩენილი შეთავაზებები დაინტერესებული შშმ პირებისთვის კვლავ ხელმისაწვდომი იქნება. მსურველები ინფორმაციას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვის ცენტრებში მიიღებენ, სადაც კარიერის კონსულტანტები მათ სასურველ კომპანიასთან დააკავშირებენ. დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო დასაქმების ფორუმებს პერმანენტულად ატარებს. ასეთი ღონისძიებების მიზანია ერთმანეთთან დააკავშიროს დამსაქმებლები და სამუშაოს მაძიებლები. ასევე ხელს უწყობს სხვადასხვა ჯგუფებს გაიარონ მომზადება-გადამზადების კურსები შემდეგ კი, ღია შრომის ბაზარზე დამკვიდრდნენ. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ ფორუმის დაწყებამდე საუკეთესო დამსაქმებლები და პარტნიორები სამახსოვრო სიგელებით დააჯილდოვა. ღონისძიებას შშმ პირთა თემი, პარტნიორები, დამსაქმებლები სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, თბილისის მერის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს ორგანიზებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით გაიმართა”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)