|
2022-12-06 10:58:31, 745 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში აკრედიტებული ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეები თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმებს გაეცნენ
თავდაცვის ატაშეების ასოციაციის ყოველწლიური გეგმის ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებული ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეები თავდაცვის უწყების ნატოს სტანდარტებით ტრანსფორმაციის პროცესსა და სამომავლო გეგმებს ეცნობიან. დიპლომატებს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ უმასპინძლა. მან მოწვეულ სტუმრებს თავდაცვის სფეროში მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეებს მიმდინარე წლის განმავლობაში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და განმტკიცების მიზნით განხორციელებული პროექტები და რეფორმები გააცნეს. თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებს მომავალი წლის განმავლობაში დაგეგმილ ღონისძიებებზეც მიაწოდეს ინფორმაცია. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო ატაშეებთან მჭიდროდ თანამშრომლობს. მსგავსი სახის შეხვედრები სისტემის გამჭვირვალობის მაღალი ხარისხის დამადასტურებელია.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)