|
2022-12-04 17:15:57, 1028 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი - თუ რამე შეგვიძლია სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად, მაქსიმუმს გავაკეთებთ
ჩვენ ვართ ჩართულები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგში და თუ რამის გაკეთება შეგვიძლია მისი უფლებების დასაცავად და მისი სიცოცხლის გადასარჩენად, მაქსიმუმს გააკეთებს სახალხო დამცველის აპარატი ამ მიმართულებით, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა "ვივამედში" მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა. როგორც ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს უთხრა, დღეს "ვივამედში" ომბუდსმენის აპარატის კონსილიუმის წევრები იმყოფებოდნენ. "მე რამდენიმეწუთიანი კომუნიკაცია მქონდა. უბრალოდ ვუთხარი, რომ მოსულები არიან ჩემი კონსილიუმის ექიმები და გასინჯავენ მას. მივიღეთ მისგან წერილობითი თანხმობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გასაჯაროვების თაობაზე. დანარჩენი დრო მასთან ექიმებმა გაატარეს და ვფიქრობ, რომ სათანადოდ შეისწავლეს მისი მდგომარეობა, რისი შესწავლაც შეიძლებოდა დღეს. მოგეხსენებათ, სასამართლოში არის წარდგენილი შუამდგომლობა სააკაშვილისთვის სასჯელის მოხსნის თუ გადავადების თაობაზე და სახალხო დამცველი განიხილავს ამ პროცესში ინტერვენციას. იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი პოზიციის წარდგენა შევძლოთ, საჭიროდ ჩავთვალე ექიმების მოყვანა. შემდეგ კვირაში ჩანიშნა პროცესი და დასკვნის მომზადება მანამდე მოგვიწევს", - აცხადებს ნინო ლომჯარია. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)