|
2022-12-03 12:22:09, 1100 ნახვა
საზოგადოება
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს ონკო-გინეკოლოგიური აღჭურვილობა გადასცა
ჩეხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მედევაკის პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დღეს ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს ონკო-გინეკოლოგიური სერვისებისთვის საჭირო 142 000 ევროს ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობა გადაეცა,ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ღონისძიებას ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელი ისკანდარ მინა, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორი ლადო შელია, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარი ზანაქიძე და კლინიკის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მინისტრის პირველმა მოადგილემ, სამინისტროს სახელით მადლობა გადაუხადა კარიტასის მისიის წარმომადგენლებს, აჭარაში სამედიცინო სერვისების გაუმჯობესებასა და ტექნიკური აღჭურვილობის კუთხით განხორციელებული არაერთი პროექტისთვის. ჩეხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მედევაკის პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტი 2022 წელს დაიწყო და მიზნად ისახავდა ონკო-გინეკოლოგიური სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის რეგიონებში. კერძოდ, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა რუხისა და ბათუმის ჰოსპიტლები თანამედროვე ენდოსკოპიური აპარატურით აღჭურვა, ხოლო სამედიცინო პერსონალი უზრუნველყო შესაბამისი ტრენინგებით. პროექტმა ასევე ხელი შეუწყო პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების ცოდნის გაღრმავებას ონკო-გინეკოლოგიაში და კიბოს პრევენციის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)