|
2015-02-06 15:32:26, 759 ნახვა
საზოგადოება
საზოგადოებრივ ცენტრებში ადგილობრივ მოსახლეობას უფასო იურიდიული კონსულტაციით სარგებლობის საშუალება მიეცათ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის საზოგადოებრივ ცენტრში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და იურიდიული დახმარების სამსახურს შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა მელიტონ ბენიძემ მოაწერეს. აღსანიშნავია, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ გაითვალისწინა მოსახლეობის უმრავლესობის მოთხოვნა, რომ მათ ადგილზე მიეღოთ ამგვარი სერვისი და საზოგადოებრივი ცენტრების 200–ზე მეტ მომსახურებას დაემატა კიდევ ერთი–უფასო იურიდიული დახმარების მომსახურებაც. ამ ეტაპზე სამსაზოგადოებრივ ცენტრში: მეჯვრისხევში, გეგუთსა და შორაპანში კვირაში ერთი დღის განმავლობაში 10:00 დან 17:00 საათამდე ადგილზე იმუშავებს იურისტი და კვალიფიციური სამართლებრივ დახმარებას გაუწევს ნებისმიერი დაინტერესებულ პირს. საზოგადოებრივ ცენტრებში ხელმისაწვდომი იქნება: ზეპირი იურიდიული კონსულტაცია ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე, ნებისმიერი პირისათვის (მიუხედავად სოციალური სტატუსისა); ასევე - იურიდიული დოკუმენტების შედგენა ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე - გადახდისუუნარო პირებისათვის. იურიდიული დახმარების ქსელის გაფართოებას და საზოგადოებრივ ცენტრებთან თანამშრომლობას აქტიურად უჭერს მხარს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში. მოსახლეობის ინტერესების გათვალწინებით, საზოგადოებრივ ცენტრებში ახალი სერვისების დამატება მომავალშიც გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი სოფლის მოსახლეობისათვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა. საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის, „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ ფარგლებში შეიქმნა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)