|
2022-12-02 15:29:03, 973 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია ციტრუსის გადამამუშავებელ საწარმოში საწარმოო პროცესს გაეცნო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ციტრუსის გადამმუშავებელ საწარმოში „ქართული მანდარინი“ იმყოფებოდნენ, სადაც საწარმოო პროცესს გაეცნენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, აღინიშნა, რომ ციტრუსის გადამმუშავებელი საწარმო „ქართული მანდარინი“ 24 საათის განმავლობაში 250 ტონა ციტრუსის ჩაბარებას შეძლებს, დაახარისხებს, მოახდენს პარაფინირებას და ევროსტანდარტების მიხედვით შეფუთავს. საწარმო, რომელში 50 ადგილობრივია დასაქმებული, მიმდინარე სეზონზე, 3000 ტონა ციტრუსის ნაყოფის მიღებას გეგმავს. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) მანდარინზე სუბსიდია გაიცემა. სახელმწიფოს მხრიდან 1 კგ სამრეწველო მანდარინზე 15-თეთრიანი თანადაფინანსებაა გათვალისწინებული. 5 თეთრს საწარმო გადაიხდის; შესაბამისად, გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 20 თეთრი იქნება. არასტანდარტული მანდარინის მიღებას საწარმოები უახლოეს დღეებში დაიწყებენ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)