|
2022-12-01 16:49:10, 969 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ,,ქურდული სამყაროს" წევრობისა და ,,ქურდული სამყაროსთვის" მიმართვის ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ,,ქურდული სამყაროს" წევრობისთვის და ,,ქურდული სამყაროსთვის" მიმართვის ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ფინანსური დავის ,,ქურდული გარჩევით" მოგვარების მიზნით, ბრალდებულებიდან ორმა "ქურდული სამყაროს" წევრებს მიმართა,ხოლო სამი ბრალდებული ,,ქურდული სამყაროს" საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობდნენ და თავიანთი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, მოდავე მხარეებს შორის ,,ქურდულ გარჩევებს" აწყობდნენ, მათ შორის ერთ-ერთ ზემოაღნიშნულ მოდავე პირს კონკრეტული თანხის გადახდა მოსთხოვეს. სამ ბრალდებულს, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს" წევრობა) წარედგინა,რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ორ პირს ბრალდება სსკ-ის 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროსთვის" მიმართვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ხუთივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)