|
2022-12-01 12:50:20, 912 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვისა და შს სამინისტროები ქალთა ძალადობის საწინააღმდეგო კამპანიას შეუერთდნენ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ერთად, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას შეუერთდნენ. კამპანიის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ძალადობა გამოვლილ ქალებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს. შეხვედრაზე იმ გამოწვევების შესახებ იმსჯელეს, რომელიც ძალადობა გამოვლილ ქალებს აქვთ. ასევე, გაუზიარეს სახელმწიფო მხარდამჭერი სერვისების შესახებ ინფორმაცია. შეხვედრის მონაწილე პირებს, ინფორმაცია მიეწოდათ მათი უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე, ყურადღება გამახვილდა პრევენციულ ღონისძიებებზე. ღონისძიება ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. ძალადობის მსხვერპლთათვის სახელმწიფო მომსახურებების და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ, ხოლო დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა ნინო ველთაურმა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების თაობაზე გაამახვილა ყურადღება. კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. საინფორმაციო შეხვედრა ძალადობა გამოვლილ ქალებთან გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)