|
2022-11-30 22:37:59, 946 ნახვა
საზოგადოება
ლომჯარია სააკაშვილზე - ვფიქრობ,ადამიანებს ვისაც არ უნახავთ ვერც კი წარმოუდგენიათ ის სიტუაცია, რაც დამხვდა
ვფიქრობ, ადამიანებს, ვისაც არ უნახავს მიხეილ სააკაშვილი ამ მდგომარეობაში და ესმით მხოლოდ მისი ახლობლების, ადოვკატების, ექსპერტების შეფასებები, მაინც ვერ წარმოუდგენიათ ის სიტუაცია და მდგომარეობა, რაც იქ დამხვდაა - ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია,მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ლომჯარიას თქმით,ის ესაუბრა საქართველოს პრეზიდენტს,მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით,რომელიც არ არის სახუმარო,ნამდვილად მძიმეა და საჭიროებს დროულ რეაგირებას. "ვფიქრობ, ადამიანებს, ვისაც არ უნახავს მიხეილ სააკაშვილი ამ მდგომარეობაში და ესმით მხოლოდ მისი ახლობლების, ადოვკატების, ექსპერტების შეფასებები, მაინც ვერ წარმოუდგენიათ ის სიტუაცია და მდგომარეობა, რაც იქ დამხვდა. ამიტომ, მინდოდა, ჩემგან გაეგო ეს შთაბეჭდილება, მივაწოდე ნანახის შესახებ ინფორმაცია, რაზეც პრეზიდენტმა მადლობა გადამიხადა და მითხრა, რომ ის და მისი წარმომადგენლები არიან კომუნიკაციაში ემპათიასთან და აგრძელებენ ამ ინფორმაციების მიღებას, ეს იყო ძირითადად ჩვენი კომუნიკაცია ვის რა რეაგირება ექნება, მათი საქმეა, მაგრამ ჩემი ვალია... როგორც სახალხო დამცველს, რომელსაც უკვე გამდის ვადა, არ მინდა ნამდვილად, ეს საკითხი ტვირთად დამრჩეს და მინდა, ვიყო პირნათელი ერთი პატიმრის წინაშე, მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ მდგომარეობა არის ძალიან მძიმე და ამაზე ნამდვილად საჭიროა რეაგირება და არ არის სახუმარო მდგომარეობა" - თქვა ლომჯარიამ TV პირველის ეთერში" - განაცხადა ლომჯარიამ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)