|
2022-11-30 17:51:12, 1220 ნახვა
საზოგადოება
ჯიშკარიანი - თუ ადეკვატური ზომები სწრაფად არ იქნება მიღებული, მოსალოდნელია სააკაშვილის გარდაცვალება
თუ ადეკვატური ზომები სწრაფად არ იქნება მიღებული, მოსალოდნელია პაციენტის გარდაცვალება, - ასე გამოეხმაურა ცენტრი "ემპათიის" დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. მისივე თქმით,მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესება არის ერთ წლიანი არაადეკვატური სამედიცინო მომსახურების შედეგი, ხოლო იუსტიციის მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება,მესამე პრეზიდენტის საკითხზე არის სრული აბსურდი. "ჩვენ შევხვდებით ელჩს და გავაცნობთ ინფორმაციას,რომ ეს არის ერთ წლიანი არაადეკვატური სამედიცინო მომსახურების შედეგი, თუ ადეკვატური ზომები სწრაფად არ იქნება მიღებული, მოსალოდნელია პაციენტის გარდაცვალება. იუსტიციის მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება სამართლებრივად გახლავთ სრული აბსურდი, მინისტრმა უნდა აღიაროს,რომ 1 წლის განმავლობაში ბევრი შეცდომა და გადაცდენა იყო სააკაშვილის მისამართით,რამაც მიიყვანა სიტუაციის დამძიმებამდე საქმე, ახლა მაინც უნდა მისცენ ადამიანს უფლება,რომ აასრულოს კონსტიტუციით მინიჭებული ჯანმრთელობას უფლება." - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა. ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრმა გუშინ, 29 ნოემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საქართველოს კანონმდებლობით მსჯავრდებული პაციენტის საზღვარგარეთ გაყვანა შეუძლებელია. რატი ბრეგაძემ მესამე პრეზიდენტს შესთავაზა, რომ ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ჩამოიყვანოს ექიმი და მკურნალობაში ჩართოს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)