|
2022-11-30 15:49:00, 1054 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ისრაელში ავიაკომპანიებისა და ტურ-ოპერატორებისთვის პრეზენტაცია გამართა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ თელ-ავივში ავიაკომპანიებისა და ტურ-ოპერატორებისთვის პრეზენტაცია გამართა და საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების პოტენციალი გააცნო. ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის დინამიკის შესაძლებლობებსა და მგზავრთნაკადის გაზრდის პერსპექტივებზე ისრაელელ ბიზნესსექტორს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საავიაციო ბიზნესგანვითარების მენეჯერი ვაკო ჭილაშვილი ესაუბრა. ისრაელი რიგით მეორე, ქვეყანაა, სადაც ჯამური მგზავრთნაკადი საქართველოს აეროპორტებში ყველაზე დიდია. ,,ისრაელი და ზოგადად, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. თურქეთის შემდეგ, ისრაელი მეორე ქვეყანაა, სადაც ორ ქვეყანას შორის საშუალოდ წლიურად ჯამური მგზავრთნაკადი 400 ათასს აჭარბებს. პრეზენტაციისას მიმოვიხილეთ საქართველოს საავიაციო ბაზარი. ვრცლად ვისაუბრეთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტზე, იმ სპეციალურ ფასდაკლების პაკეტებზე, რასაც ჩვენ ავიაკომპანიებს ვთავაზობთ. ჩვენი პროგნოზით, ქუთაისი თელ-ავივისა და ქუთაისი- რამონის მიმართულებით ფრენების დაწყების შემთხვევაში, მგზავრთნაკადით საკმაოდ დიდი იქნება,-‘’განაცხადა ვაკო ჭილაშვილმა. ისრაელში პრეზენტაცია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ იყო ორგანიზებული. ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ ისრაელის უმსხვილეს ავიაკომპანიებსა და ტუროპერატორებს საქართველოში საქმიანი ტურიზმის პერსპექტივები გააცნო.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)