|
2022-11-30 13:50:02, 1038 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში მეფრინველეობის ინდუსტრიისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი მეფრინველეობის ინდუსტრიისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო. ღონისძიებაზე, ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა დარგში არსებული თანამედროვე მიდგომები, სიახლეები, ტენდენციები და გამოწვევები დისკუსიის რეჟიმში განიხილეს. გიორგი ხანიშვილმა გამოსვლისას ხაზი გაუსვა მსგავსი ტიპის ღონისძიებების მნიშვნელობას დარგის განვითარებისთვის. „კონფერენციის ფარგლებში, მსჯელობა შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა უახლესი მიდგომების შესახებ ინფორმაციების გაზიარება და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაა, რაც უმნიშვნელოვანესია წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის“, - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა. კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი იყო სამეცნიერო კვლევები. ქართველ ფერმერებს საშუალება ჰქონდათ, გაეზიარებინათ უცხოელი კოლეგების გამოცდილება ფერმერულ საქმიანობაში არსებული რისკების პრევენციის თაობაზე. ღონისძიება კომპანიის „ინვეტ ჯგუფი“ ორგანიზებით გაიმართა. კონფერენციაში საქართველოს, ევროპის, აზიისა და კავკასიის რეგიონის ქვეყნების სამეცნიერო სფეროსა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)