|
2022-11-30 12:21:45, 813 ნახვა
საზოგადოება
შინაგან საქმეთა მინისტრი საბერძნეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მარია თეოდორუსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საბერძნეთის რესპუბლიკის პოლიციის მეკავშირე ოფიცერი, პანაგიოტის სიმეონიდისი და თავდაცვის ატაშე, ვასილეიოს ლაგოგიანისი. მხარეებმა საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს ამ მიმართულებით პოლიციის ატაშეების ინსტიტუტის როლს. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა ბერძნული მხარის მნიშვნელოვანი როლი საქართველოს სანაპირო დაცვის განვითარებასა და სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერებაში. შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა ელჩსა და ატაშეებს საქმიანობაში წარმატებები უსურვა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერძნულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)