|
2022-11-29 13:51:04, 998 ნახვა
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი კონფერენციას „მერების შეთანხმების 10 წლისთავი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში“ დაესწრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მერების შეთანხმება - აღმოსავლეთ პარტნიორობა“ (Com East) ფარგლებში ორგანიზებულ კონფერენციაში „მერების შეთანხმების 10 წლისთავი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში“ მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, კონფერენციის ფარგლებში, შეთანხმების ხელმომწერი ქალაქების მიერ მიღწეული პროგრესი და სფეროში არსებული გამოწვევები განიხილეს და წარმატების მიღწევის ეფექტიან საშუალებებზე იმსჯელეს. „ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, თუ რამდენად დიდ ზეგავლენას ახდენს კლიმატის ცვლილება ყოველდღიურ ცხოვრებაზე, რამდენად მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაცია და პროცესების შერბილება. მერების შეთანხმება მუნიციპალურ დონეზე კლიმატგონივრული ინიციატივების განხორციელებას ითვალისწინებს, რათა ქვეყნებმა მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარონ კლიმატის ცვლილების პროცესებთან ადაპტაციის მიმართულებით. ევროკავშირი ამ პროცესში ჩვენი მთავარი პარტნიორია. რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა აქტიურად გააგრძელებს ამ ინიციატივის მხარდაჭერას როგორც ცენტრალურ, ასევე მუნიციპალურ დონეზე“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა, ათი წლის განმავლობაში, აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში, ძლიერი და მხარდამჭერი ერთობა შექმნეს. მერების შეთანხმება კლიმატური და ენერგეტიკული ამბიციების მქონე მუნიციპალიტეტების ფართომასშტაბიანი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების საკითხების განხილვას, პროექტის ხელმომწერებს შორის გამოცდილების გაზიარებას და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას. მერების შეთანხმების ხელმომწერი ქალაქები ვალდებულებას იღებენ, 2030 წლისათვის სათბური გაზების (CO₂) ემისია 40%- მდე შეამცირონ და კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მასთან ადაპტაციისთვის ერთობლივი მიდგომა შეიმუშაონ. კონფერენციაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში პროექტის 10 წლის იუბილესთან ერთად, „მერების შეთანხმების“ მესამე ფაზის დაწყება აღნიშნეს. კონფერენციას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებულ მხარეთა 150-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)