|
2022-11-27 11:05:06, 1229 ნახვა
საზოგადოება
ლომჯარია - უსასტიკესი დანაშაული მოხდა ცხრამუხის მონასტერში, მაგრამ მედიისთვის ამის გადაბრალება საშიში და არასწორია
უსასტიკესი დანაშაული მოხდა ცხრამუხის მონასტერში, მაგრამ ამ დანაშაულის მიზეზების გადაბრალება კონკრეტული მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის უკიდურესად საშიშია,- აღნიშნულის შესახებ მისი თქმით, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით წაქეზებული მოქალაქე, შესაძლოა, რომელიმე ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდეს. "თერჯოლის ტრაგედიიდან ძალიან მალე უმძიმესი, უსასტიკესი დანაშაული მოხდა ცხრამუხის მონასტერში, მთელი ქვეყანა შეძრულია, მაგრამ ამ დანაშაულის მიზეზების გადაბრალება კონტრეტული მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის უკიდურესად საშიში და არასწორია. ხვალ შეიძლება ამ განცხადებით წაქეზებული მოქალაქე რომელიმე ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდეს, იძალადოს, რაც გვინახავს უკვე არაერთგზის. არ შეიძლება, სახიფათოა ასეთი თემებით სპეკულირება და უდანაშაულო ადამიანებისგან მტრის ხატის შექმნა. მინდა, ვუსურვო ძალადობის მსხვერპლ ქალს სწრაფი გამოჯანმრთელება! იმედი მაქვს, ამ მძიმე დროს გარშემომყოფებისგან სათანადო ემოციურ მხარდაჭერას მიიღებს",-წერს ნინო ლომჯარია. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 26 ნოემბერს ხაშურის მუნიციპალიტეტში, ცხრამუხის დედათა მონასტერში ყაჩაღობისა და გაუპატიურების ბრალდებით 2 პირი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი მონასტრის დაყაჩაღებას ცდილობდნენ, რა დროსაც მონაზონზე ფიზიკურად და სექსუალურად იძალადეს. დედათა მონასტრის მკვიდრი, დედა ანა მძიმე დაზიანებებით თავდაპირველად ხაშურის ერთ-ერთ კლინიკაში შეიყვანეს, თუმცა შემდეგ მისი გადმოყვანა თბილისში გახდა საჭირო.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)