|
2022-11-26 11:13:31, 1222 ნახვა
საზოგადოება
ქვემო ქართლში 800 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი რეგულარულად მოირწყვება
საქართველოს მელიორაცია წყალუზრუნველყოფილი ფართობების გაზრდის მიზნით, ტბისი-კუმისის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას ატარებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ალგეთის წყალგამტარის 1,4 კმ სიგრძის ავარიული მონაკვეთი სრულად განახლდება; შედეგად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 6 სოფლის (ხაიში, ქოსალარი, დიდი დურნუკი, პატარა დურნუკი, შავსაყდრისა და წინწყაროს ნაწილი) 800 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი რეგულარულად მოირწყვება. მათივე ცნობით, პროექტის ღირებულება 3 მლნ ლარზე მეტია. მიმდინარე სამუშაოები „საქართველოს მელიორაციის” გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ნასარიძემ ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა. „სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციას ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად ვახორციელებთ. ქვემო ქართლის რეგიონში სამუშაოები მიმდინარეობს ტბისი-კუმისის სარწყავი სისტემის ერთ-ერთ ძირითად წყალგამტარზე, სადაც ავარიული მდგომარეობა იყო. მნიშვნელოვანია, რომ, სისტემის რეაბილიტაციით, 800 ჰექტარზე გაუმჯობესდება წყალუზრუნველყოფა“, - განაცხადა თენგიზ ნასარიძემ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)