|
2022-11-24 12:22:20, 900 ნახვა
საზოგადოება
კონკურსის „აგრისთორი“ გამარჯვებული ოზურგეთში მოქმედი კოლეჯი „ჰორიზონტი“ გახდა
სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის დირექტორის მოადგილე დევიდ ჰოფმანი სტუდენტური, მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსის ,,აგრისთორი’’ დაჯილდოებას დაესწრო. კონკურსი რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტების წახალისებისა და აგრო ჟურნალისტიკის მიმართულებით მათი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობა შვიდმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა მიიღო, მათი თემატიკა ეხებოდა ხილისა და ბოსტნეული გადამუშავების, ლურჯი მოცვის, მწვანილის, სანერგე მეურნეობის, სუფრის ყურძნისა და კაკლოვანი კულტურების წარმოებას. კონკურსის გამარჯვებული გახდა გურიის რეგიონში მოქმედი კოლეჯის „ჰორიზონტი“ სტუდენტების მიერ მომზადებული ფილმი „კენკროვანი კულტურები“. ,,სოფლის მეურნეობის განვითარება სახელმწიფოსთვის ბოლო 10 წელია მნიშვნელოვანი პრიორიტეტია; დარგი საკმაოდ განვითარდა, ძალიან დიდი ინვესტიციები ხორციელდება. მნიშვნელოვანია, სოფლის მეურნეობაში ახალგაზრდების ჩართულობა. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის მნიშვნელობის პოპულარიზაციას’’, - აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა. USAID მისიის დირექტორის მოადგილე დევიდ ჰოფმანის განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების მხარდაჭერა, რაც გამორიცხულია სოფლის მეურნეობის განვითარების გარეშე. სოფლის მეურნეობის მიმართულებით მზარდი წარმატება დაეხმარება საქართველოს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას ევროინტეგრაციის გზაზე. ინფორმაციის მიწოდების პროცესში კი, მნიშვნელოვანია ჟურნალისტების ჩართულობა. მათ შეაქვთ განსაკუთრებული წვლილი, ისინი საუბრობენ და მოსახლეობას გადასცემენ ინფორმაციას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, მოსავლის რაოდენობის, ხარისხისა და ექსპორტის შესახებ. სტუდენტური მოკლე ფილმების კონკურსი „აგრისთორი“ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამამ ჟურნალისტიკის რესურსცენტრთან ერთად განახორციელა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)