|
2022-11-24 10:52:20, 890 ნახვა
საზოგადოება
პროკურატურის წარმომადგენლები ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების მიმღებ პირებს შეხვდნენ
გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - ,,არა ფემიციდის" ფარგლებში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების მომსახურების მიმღებ პირებს საქართველოს პროკურატურის და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრაზე პროკურატურის წარმომადგენლებმა, შეხვედრის მონაწილე პირებს მათი უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე, ისაუბრეს საქართველოს პროკურატურაში დაზარალებულთა ინტერესებზე მორგებული მიდგომების მნიშვნელობაზე, განიხილეს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის ფუნქციები და სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის საკითხები. პროკურატურის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილე პირებს საინფორმაციო ბუკლეტები გადასცეს, რომლებიც ერთგვარ გზამკვლევს წარმოადგენს ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის. ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენციაა. #არაფემიციდს!
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)