19:41 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-23 16:45:19, 1411 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ოჯახის წევრის მიმართ  ძალადობის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული  მასთან თანაცხოვრებაში მყოფი, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ძალადობას ახორციელებდა და აიძულებდა მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას.

სამართალდამაცველებმა ბრალდებული 21 ნოემბერს დააკავეს, მას  ბრალდება ოჯახის წევრის მიმართ სქესობრივი კავშირის იძულების, ძალადობის და ფსიქოლოგიური იძულების ფაქტებზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
იოზვიაკი: ევროკავშირი საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის განახლებას აზრს ვერ ხედავს
ევროკომისიის სპიკერი: ტექნიკური დონის შეხვედრა იყო, ხელისუფლებას ანგარიში წარედგინება
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics