|
2022-11-23 16:16:40, 1121 ნახვა
საზოგადოება
პეტრე ცაავა - კირილისთვის მილოცვა ცრუ პატრიარქის უთავმოყვარეობა, არასახელმწიფოებრიობა და ანტიქსრისტიანობაა
რუსეთის პატრიარქის მიმართ მისალოცი წერილი არის მორიგი უთავმოყვარეობა, უპრინციპობა, არასახელმწიფოებრიობა და ანტიქსრისტიანობა საქართველოს ცრუ პატრიარქისა, - ასე ეხმაურება მეუფე პეტრე ცაავა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ რუსეთის პატრიარქ კირილისთვის დაბადების დღის მილოცვას. ცაავას თქმით, საქართველოსა და რუსეთის პატრიარქებს ქრისტეს მოძღვრებასთან საერთო არაფერი აქვთ. "მისალოცი წერილი, რომელიც ჩვვენ ვიხილეთ რუსეთის პატრიარქის მიმართ, არის მორიგი უთავმოყვარეობა, უპრინციპობა, არასახელმწიფოებრიობა და ანტიქსრისტიანობა საქართველოს ცრუ პატრიარქისა. დ როდესაც ამბობს, რომ ქრისტესმიერი სიყვარულით ულოცავს, მინდა ვთქვა, რომ ამ ორ ადამიანს არაფერი აქვს საერთო ქრისტესთან და ქრისტეს მოძღვრებასთან", - უთხრა მეუფემ "ფორმულას". ცნობისთვის, პატრიარქმა, ილია მეორემ პატრიარქ კირილს დაბადების დღე ამ სიტყვებით მიულოცა: "ამ რთულ დროში გისურვებთ ჯანმრთელობას და ყველა ღვთაებრივ სიკეთეს. გისურვებთ, ასევე, რომ თქვენი და საერთო ძალისხმევით რაც შეიძლება მალე აღდგენილიყოს სამართლიანობა და მშვიდობა რუსეთსა და უკრაინას შორის, ჩვენს სახელმწიფოებს შორის".
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)