|
2022-11-20 13:52:38, 1200 ნახვა
საზოგადოება
ფერმერის დღის ფარგლებში, ქართული აგროპროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, ფერმერის დღის ფარგლებში ორგანიზებული ქართული აგროპროდუქციის გამოფენა დაათვალიერა. „თითოეულ ფერმერს ვულოცავ დღევანდელი დღეს. ეს ადამიანები ბევრს შრომობენ, ქმნიან დოვლათს, აძლიერებენ საკუთარ ოჯახებსა და ქვეყნის ეკონომიკას. ფერმერის დღე სწორედ მათი და მათი საქმიანობის დაფასებისთვის არის დაწესებული. წლების განმავლობაში, ჩვენი მთავრობა აქტიურად ეხმარება ფერმერებს პირველადი წარმოების, გადამუშავების, მარკეტინგული ღონისძიებების, პროდუქციის რეალიზაციის განხორციელების მიმართულებებით. ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ შევძელით, რომ სოფლის მეურნეობაში, ყოველწლიურად, გვაქვს სულ უფრო მეტი წარმოება, მეტი ექსპორტი. კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოების ზრდის ხელშეწყობისთვის, მთავრობის მხრიდან ფერმერების მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. გამოფენა კამპანიის ,,მეტი ქართული ხარისხიანი პროდუქტი“ ფარგლებში მოეწყო და მასში სახელმწიფო და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროგრამებით მოსარგებლე სამოცამდე ფერმერმა მიიღო მონაწილეობა. გამოფენა-ბაზრობაზე ადგილობრივი წარმოების თაფლი, სუნელები, ჯემები, მურაბები, გამშრალი ხილი, ჩირი, ჩურჩხელა, ღვინო, ჭაჭა, ხორცპროდუქტი, ყველი, წვენი და მიკრო მწვანილი იყო წარმოდგენილი. ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, ევროკავშირთან (EU), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამასთან და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით გაიმართა. საქართველოში ფერმერის დღე 2015 წლიდან აღინიშნება. გამოფენა-ბაზრობა გამოფენების ცენტრის „ექსპოჯორჯია“ (მე-6 პავილიონი) ტერიტორიაზე გაიმართა, რომელიც საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც დაათვალიერეს. დღის ბოლოს, 18:00 სთ-ზე სასტუმროში „რუმსი“, წლის ფერმერის დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)