|
2022-11-20 11:38:52, 875 ნახვა
საზოგადოება
კვაჭაძის ქუჩაზე გზის დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საავტომობილო გადაადგილება ორმხრივად შეიზღუდება
საბურთალოს რაიონში, ლეო კვაჭაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 21 ნოემბრიდან ერთი თვის განმავლობაში, ონკოლოგიური კლინიკიდან ბრიტანულ-ქართულ აკადემიამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, საავტომობილო გადაადგილება ორმხრივად შეიზღუდება. თბილისის მერიის ცნობით, გზის რეაბილიტაციის პერიოდში ავტომობილები შემოვლითი გზით - ამაშუკელის, დათუაშვილის, ავთო ვარაზისა და ფერმწერთა ქუჩების გამოყენებით გადაადგილდებიან. სატრანსპორტო საშუალებები კვაჭაძის ქუჩაზე ლისის წრიდან ონკოლოგიურ კლინიკამდე და უკუმიმართულებით იმოძრავებენ. "აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით, ავტობუსი N329 დადგენილი მარშრუტის მიხედვით ონკოლოგიურ კლინიკამდე გადაადგილდება. რის შემდეგაც, ამაშუკელის, დათუაშვილის და ავთო ვარაზის ქუჩებით დაუკავშირდება ფერმწერთა ქუჩას, მობრუნდება კვაჭაძის ქუჩის მიმდებარედ და მოძრაობას სოფელი თხინვალას მიმართულებით განაგრძობს. სოფელი თხინვალადან ონკოლოგიურ საავადმყოფოს მიმართულებით კი, ავთო ვარაზის, დათუაშვილის და ამაშუკელის ქუჩების გავლით იმოძრავებს. შემდეგ, სადგურის მოედნის მიმართულებით დადგენილი სქემის მიხედვით განაგრძობს გადაადგილებას. აღნიშნულ მონაკვეთზე გზის სამუშაოებს მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!" - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)