|
2022-11-18 10:14:43, 1151 ნახვა
საზოგადოება
ჯუანშერ ბურჭულაძე რუმინელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრს ანგელ ტილვარს შეხვდა. უცხოელ კოლეგასთან შეხვედრა ბულგარეთში გაიმართა, სადაც თავდაცვის მინისტრები სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალში (SEDM) იღებენ მონაწილეობას. შეხვედრაზე მხარეებმა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევებზე და ამ კუთხით რეგიონის ქვეყნებს შორის პარტნიორობის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისთვის ერთობლივ ძალისხმევას კიდევ უფრო გააძლიერებენ. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება, რომელსაც საფუძველი მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩაეყარა, ძალიან მნიშვნელოვანია. მინისტრებმა საქართველოსა და რუმინეთის თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისკენ სწრაფვაზე და ამ გზაზე საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწევებზე. ამ კუთხით ხაზგასმით აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მნიშვნელოვანი როლი და პაკეტის ინიციატივების წარმატებით განხორციელებაში რუმინეთის წვლილი. საუბარი შეეხო სამხედრო განათლებისა და სამხედრო წვრთნების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებსაც. ჯუანშერ ბურჭულაძემ რუმინელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში მნიშვნელოვანი კონტრიბუციისთვის. მინისტრებმა აღნიშნეს, რომ 2023 წლიდან რუმინეთი უკვე მეორედ გახდება ნატოს საკონტაქტო საელჩო, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ნატო-საქართველოს ურთიერთობების განვითარებას.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)