|
2022-11-17 14:31:06, 729 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ სტუდენტებს საგრანტო კონკურსის შესახებ ინფორმაცია გააცნო
თორნიკე ჭეიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. მინისტრის მოადგილემ მათ სამინისტროს საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო ინფორმაცია მიაწოდა. სტუდენტები პროგრამის მიმართულებებით დაინტერესდნენ და მასში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს. შეხვედრებს თორნიკე ჭეიშვილთან ერთად იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მანანა ბეგიაშვილიც ესწრებოდა. იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის პრიორიტეტული მიმართულებებია: 1. სამინისტროს სისტემაში ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა; საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებსა და ფიზიკურ პირებს. პროგრამისთვის განკუთვნილი თანხა ნახევარი მილიონი ლარია, დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თითოეული გამარჯვებული პროექტისათვის კი, 20 000 ლარს შეადგენს. საბუთების მიღების ბოლო ვადა 2022 წლის 24 ნოემბერია. იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსი გასულ წელსაც ჰქონდა გამოცხადებული, რომლის ფარგლებში 14 პროექტი განხორციელდა. საგრანტო პროგრამების მიზანი იუსტიციის სამინისტროს სისტემის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა და სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერაა. საგრანტო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტები მიიღება მითითებული ვადების გათვალისწინებით მხოლოდ ელექტრონულად ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: grant@justice.gov.ge.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)