|
2022-11-14 13:13:28, 1341 ნახვა
საზოგადოება
ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაცია დასრულდა და საგზაო მოძრაობა აღდგა
ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია დასრულდა და გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა სრულად აღდგენილია. პროექტის ფარგლებში, სრული რეაბილიტაცია ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს ჩაუტარდა. დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო. „ქეთევან დედოფლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. ყველას გვახსოვს, თუ რამდენად რთული მდგომარეობა იყო აღნიშნულ ტერიტორიაზე. პროექტის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, დამონტაჟდა განათების ბოძები, ხოლო ელექტროგადამცემი ხაზები და ყველა კომუნიკაცია მიწის ქვეშ მოექცა. ასევე, განთავსდა ნარჩენების მიწისქვეშა ურნები. გამოიყო შესაბამისი საავტობუსო ზოლები იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ყველაზე სწრაფი. გარდა ამისა, დაწყებული გვაქვს ავლაბრის მოედნის სრული განახლება, მეტროსადგურ „ავლაბრის“ ვესტიბიულის მოწესრიგებითა და რეაბილიტაციით. ამავე პროექტის ფარგლებში, განახლდა და რეაბილიტირდა ავლაბრისა და ერევნის სკვერები - ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, მოეწყო განათების სისტემა და განთავსდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა კახა კალაძემ. ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, საფუძვლიანად შეიცვალა და განახლდა მიწისქვეშა და მიწისზედა საკომუნიკაციო ქსელები, მათ შორის, წყალმომარაგების, წყალარინების და გაზმომარაგების სისტემები; მოეწყო სანიაღვრე ქსელი და დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის LED სანათები; ელექტროსადენები მიწისქვეშ განთავსდა და დამონტაჟდა მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები; მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და გზის სავალ ნაწილზე ასფალტის სამფენიანი საფარი დაიგო. გამზირზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოებიც. გარდა ამისა, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოიყო სპეციალური ზოლი, მოეწყო მოსაცდელები, ველობილიკი, უსაფრთხოების კუნძულები და ქვეითთა გადასასვლელები. გამზირზე არსებული ინფრასტრუქტურა ადაპტირდა შშმ პირებისთვის. ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 500 000 ლარით დაფინანსდა. კახა კალაძესთან ერთად, ადგილზე თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ტოგონიძე, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ვიქტორ წილოსანი, ასევე, ისნის გამგებელი ნიკა ელისაშვილი და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში კახა ლაბუჩიძე იმყოფებოდნენ.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)