|
2022-11-12 15:02:12, 1573 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ზღვის მიმდებარედ არსებულ ფერდზე გამწვანების მასშტაბური აქცია გაიმართა
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა თბილისის ზღვის მიმდებარედ, ზარაშვილისა და გ. ქუთათელაძის ქუჩების მომიჯნავედ არსებულ 18.3 ჰექტარ ფართობზე გამწვანების მასშტაბური აქცია გამართა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ღონისძიებაში მონაწილეობა თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა ტოგონიძემ მიიღეს. „სკვერების და პარკების გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია, თბილისში დეგრადირებული ტყის საფარი აღდგეს. მსგავსი ფერდობები სამწუხაროდ, მრავლად გვაქვს. დღეს ამ კონკრეტული ფერდის აღდგენა იწყება, რომელიც, ჯამში, 18 ჰექტარია. ტერიტორიაზე უკვე დამონტაჟდა სარწყავი სისტემა და დაირგვება სხვადასხვა სახის ხე-მცენარე. ტყის საფარის აღდგენის პროექტისთვის 1.5 მლნ ლარი დაიხარჯება. პარალელურად, რა თქმა უნდა, მსგავსი პროექტები გაგრძელდება, რადგან ჩვენთვის ურბანული ტყის აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ. აღნიშნულ ტერიტორიაზე, ჯამში,სხვადასხვა სახეობის 13 579 ძირი მწვანე ნარგავი დაირგვება. მათ შორის, მინდვრის ნეკერჩხალი, კავკასიური აკაკი, იფანი, ჰიმალაის კედარი, ჩვეულებრივი ნუში, ცაცხვი და ზეთის ხილი. ტერიტორიაზე უკვე მოწყობილია სარწყავი სისტემა და დარგული ნერგების მოვლა-პატრონობა ოთხი წლის განმავლობაში განხორციელდება. პროექტის მიზანი თბილისის ზღვაზე, ზ.წერეთლის მემორიალის მიმდებარედ წინა წლებში არსებული და ამჟამად დეგრადირებული ტყის აღდგენაა. პროექტი ასევე,მიზნად ისახავს აღნიშნულ ტერიტორიაზე სტაბილური კორომის ჩამოყალიბებას. გამწვანების აქციაში შპს „ეკოსერვის ჯგუფის“წარმომადგენლები და დირექტორი ვახტანგ ნოზაძე, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ირაკლი ხელაძე, ასევე, ნაძალადევის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე და გამგეობის სხვა თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)