|
2022-11-11 16:04:15, 1434 ნახვა
საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ეფექტური კომუნიკაციის ტრენინგები მიმდინარეობს
დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ეფექტური კომუნიკაციის ტრენინგები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სისტემის შესაძლებლობათა გაძლიერების, სამუშაოს ეფექტიანობის გაუმჯობესებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, დაცული ტერიტორიების სააგენტო თითოეულ ტერიტორიულ ადმინისტრაციაში 2 დღიან ტრენინგებს, ეტაპობრივად, ატარებს. აღნიშნულის ფარგლებში, უკვე გადამზადდა 100-ზე მეტი თანამშრომელი. 2 დღიან ტრენინგებზე შეძენილი ცოდნა და უნარ-ჩვევები, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების რეინჯერებს, ბუნებრივი რესურსებისა თუ ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტებს დაეხმარებათ კიდევ უფრო სწორ და ეფექტურ კომუნიკაციაში ვიზიტორებთან, აგრეთვე, ხელს შეუწყობს მათი კოორდინებული მუშაობის განვითარებას. აღნიშნული ინიციატივის მიზანია დაცული ტერიტორიების რეინჯერების, ბუნებრივი რესურსების და ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებით, რათა მეტად გაუმჯობესდეს დაცულ ტერიტორიებზე მომსახურების სტანდარტები, მოხდეს საუკეთესო კულტურის ჩამოყალიბება და ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განმტკიცება. მიმდინარე წლის ბოლომდე, დაგეგმილია დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ყველა თანამშრომლის გადამზადება.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)