|
2022-11-10 10:25:07, 1000 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკის ინვესტიციით სენდვიჩ პანელების პირველი ადგილობრივი წარმოება ხორციელდება
ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ქართული ბიზნესის განვითარების მხარდაჭერას. ამჯერად, EBRD-ის საკრედიტო ხაზის ფარგლებში, საქართველოში პირველი, ენერგოეფექტური სენდვიჩ პანელების წარმოების განვითარების დასაფინანსებლად, კომპანია პანექსისთვის 105,000 ევროს ოდენობით ინვესტიცია განხორციელდა. პანექსი პოლიურეთანის კედლისა და სახურავის სენდვიჩ პანელებს აწარმოებს, რომლებიც განკუთვნილია მომხმარებელთა ფართო კატეგორიისთვის და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის პროდუქტისა და მათ მოთხოვნებზე მორგებული სერვისის შეთავაზებას. კომპანიის მიზანს, მოქნილი პროცესის დახმარებით, ადგილობრივი წარმოების განვითარება და ბაზრის მნიშვნელოვანი წილის დაკავება წარმოადგენს. „დღესდღეობით, პოლიურეთანის ენერგოეფექტური სენდვიჩ პანელების ერთადერთი მწარმოებელი ვართ საქართველოში. ჩვენი მაღალი ხარისხის პროდუქცია გამოირჩევა საუკეთესო თბოიზოლაციით, კონსტრუქციის სიმარტივით და მრავალწლიანი გამძლეობით. პანელის წარმოება შესაძლებელია მომხმარებლის კონკრეტული მოთხოვნილებების შესაბამისად. ჩვენი პანელების გამოყენება განსაზღვრავს ახალი ტიპის სადა, მარტივ და თანმიმდევრულ არქიტექტურას, რომელიც გამოიყენება, როგორც ინდუსტრიულ, ისე რეზიდენციულ სამშენებლო სექტორში“ - აღნიშნა პანექსის დირექტორმა, გიორგი ლევიძემ „ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერით, ყოველთვის მზად ვართ ხელი შევუწყოთ ქვეყანაში ქართული ბიზნესის გაძლიერებასა და ეკონომიკის განვითარებას. გვჯერა, რომ ბაზისბანკის ფინანსური ჩართულობა წარმატებული იქნება და ჩვენი პარტნიორობა გაფართოების კიდევ მეტ შესაძლებლობას მისცემს ბიზნესს. გვეამაყება, რომ კომპანია პანექსთან ერთად კიდევ ერთი წარმატებული ქართული პროექტის განხორციელების თანამონაწილეები ვართ.“ - განაცხადა ბაზისბანკის კომერციულმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)