|
2022-11-09 12:34:41, 1088 ნახვა
საზოგადოება
„თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლი“-ს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი დასრულდა
დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სპეციალიზებული მცირე საოჯახო ტიპის, კიდევ 2 სახლი გაიხსნა. საოჯახო ტიპის სახლი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ და აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა საზეიმოდ გახსნეს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახლად გახსნილ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში „თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში“ მცხოვრები ბავშვები განთავსდნენ. შედეგად, „თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლი“-ს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი საბოლოოდ დასრულდა. საოჯახო ტიპის სახლების მშენებლობა ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარების ფარგლებში განხორციელდა. აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში, საერთო ჯამში, 3 მცირე საოჯახო ტიპის სახლი აშენდა, გარემონტდა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს გადაეცა. სახლები სრულიად ადაპტირებულია შშმ პირებზე და თითოეული განკუთვნილია 7 ბავშვზე. ამასთანავე, ბავშვებისთვის უზრუნველყოფილია ოჯახთან მიახლოებულ გარემოში ცხოვრება და ინდივიდუალური ზრუნვა, რაც მნიშვნელოვნად აისახება მათ განვითარებაზე და მეტად იქნება დაკმაყოფილებული ინდივიდუალური საჭიროებები. გახსნის ღონისძიებას სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელი მერი მაღლაფერიძე, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის უფროსი, ვიცე პოლკოვნიკი ეროლ მიუნირი, ასევე, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)