|
2022-11-09 12:27:04, 595 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს კამპანიის - „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, ამბროლაურის სკოლებში მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანიის - ”ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში, რეგიონების სკოლებში შეხვედრები გრძელდება. შსს-ს ცნობით, სამინისტროს წარმომადგენლებმა მოსწავლეებთან შეხვედრები ამჯერად რაჭაში, ამბროლაურის N1 და N2 საჯარო სკოლებში გამართეს. უწყების ინფორმაციით, საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრების მიზანია ბავშვებსა და მოზარდებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ასევე არასრულწლოვნების მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულების პრევენცია. საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოზარდებს ინფორმაცია მიაწოდეს მართლწესრიგთან დაკავშირებით მათთვის საჭირო და აქტუალურ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ბავშვთა უფლებების, ნაადრევი ქორწინების და მისი ზიანის, ბულინგის, ძალადობისა და ორგანიზებული დანაშაულის შესახებ. შეხვედრებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ბავშვებს სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფის საქმიანობის ამსახველი ვიდეორგოლი წარუდგინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო შემეცნებითი კამპანიის - „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, რეგიონებში საზოგადოებრივი ღონისძიებები დასრულდა, სკოლებში საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები კი გრძელდება და ქვეყნის მასშტაბით, ეტაპობრივად, სხვადასხვა სკოლაში გაიმართება.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)