|
2022-11-07 17:27:39, 1154 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ერეკლე მეფის საიუბილეო ღონისძიებას დაესწრო
ერეკლე მეორის დაბადებიდან 302 წელი გავიდა. თელავში საიუბილეო ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და უწყების სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად დაესწრო. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებს მუზეუმში ქალაქ თელავის მერმა ლევან ანდრიაშვილმა პირადად უმასპინძლა. ჯუანშერ ბურჭულაძე ადგილობრივ მოქალაქეებს გაესაუბრა და „ერეკლეობა“ მიულოცა. მან თელავის ისტორიული მუზეუმის ეზოში ხელნაკეთი ნაწარმის საგამოფენო სივრცეები დაათვალიერა. ასევე, საბრძოლო ხელოვნების ჯგუფის საჩვენებელ გამოსვლას დაესწრო. მოგვიანებით, თავდაცვის მინისტრი ერეკლე II-ის ისტორიული სასახლესა და სასახლის კარის ეკლესიაშიც იმყოფებოდა. თელავში ერეკლე მეორის დაბადების დღე, „ერეკლეობა“, იგივე თელავქალაქობა 7 ნოემბერს ყოველწლიურად აღინიშნება. მოსახლეობა სახელოვანი მეფის იუბილეს ტრადიციულად კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებებით აღნიშნავს და სტუმრებს მთელი საქართველოდან მასპინძლობს.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)