|
2022-11-03 15:04:04, 1262 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი ქართული ვირტუალური მობილური ოპერატორი შემოდის
4 ნოემბრიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას პირველი ქართული ვირტუალური მობილური ოპერატორი კომპანია hallo იწყებს. კომპანია აეროპორტის მგზავრებს კონკურენტუნარიან ფასებსა და მაღალი ხარისხის სერვისს შესთავაზებს. hallo-ს სერვისით სარგებლობა საქარველოს ნებისმიერ წერტილშია შესაძლებელი. hallo არის ახალი მობილური ოპერატორი კომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რომელიც მოფრენის დარბაზში სხვა მობილურ ოპერატორებთან ერთად მგზავრებს ტელეკომუნიკაციის სერვისს შესთავაზებს. ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მუდმივად ზრუნავს იმაზე, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს პროდუქტებისა და სერვისების შერჩევისას სხვადასხვა ალტერნატივის საშუალება ჰქონდეთ, ამასთან, კომპანიებს შორის კონკურენცია ზრდის მგზავრებისთვის შეთავაზებული სერვისების ხარისხს და არეგულირებს ფასებს. hallo-s გამოჩენით, ჩვენი აეროპორტის მგზავრებს, უკვე არსებულისგან განსხვავებულ და უშუალოდ ტურისტებზე მორგებულ და ხელსაყრელ პაკეტებს შევთავაზებთ, რადგან მსგავსი ტიპის ოპერატორი უფრო მოქნილია მოგზაურების და ტურისტებისთვის სეგმენტირებული პაკეტების შეთავაზების კუთხით. ობიექტი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის დარბაზში მაგთის, სილქნეთისა და ბილაინის გვერდით განთავსდება,-‘’განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების არასაავიაციო ბიზნესგანვითარების მენეჯერმა ინგა ბაკურიძემ. hallo მომსახურებას ბაზარზე უკვე არსებული ოპერატორების ინფრასტრუქტურის დახმარებით უზრუნველყოფს. მსგავსი პრაქტიკა არსებობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, სადაც ამ ტიპის ვირტუალური მობილური ოპერატორები კონკრეტული მომხმარებლების სეგმენტაციით გამოირჩევა, რაც მათი პაკეტების შეთავაზებებშიც აისახება. საქართველოში მობილური კავშირის სამყაროში Hallo-ს მსგავსი კომპანიის გამოჩენა მომხმარებლის არჩევანს უფრო მრავალფეროვანს ხდის და მათზე მორგებულ სეგმენტირებულ სერვისებს სთავაზობს.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)