|
2022-11-03 11:50:40, 1311 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი პრაღაში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჩეხ კოლეგა ვლასტიმილ ვალეკის შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, პრაღაში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჩეხ კოლეგა ვლასტიმილ ვალეკის შეხვდა. მხარეებმა, სამედიცინო და ფარმაცევტულ სისტემაზე იმსჯელეს და განიხილეს საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა, წამლებზე რეფერენტული ფასის დაწესების საკითხზე. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ ამ მიმართულებით აქტიურად ითანამშრომლებენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში კლინიკების აკრედიტაციის საკითხს, რისი ვალდებულებაც, სამედიცინო დაწესებულებებს, 2025 წლიდან გაუჩნდებათ. ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ინიციატივა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სამედიცინო მომსახურების ხარისხს. შეხვედრაზე, ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრის საქართველოში სტუმრობაც დაიგეგმა. ჩეხეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია, მოტოლის საუნივერსიტეტო, მრავალპროფილურ კლინიკაში იმყოფებოდა და იმ სერვისებს გაეცნო, რასაც საავადმყოფო პაციენტებს სთავაზობს. ზურაბ აზარაშვილთან ერთად, ჩეხეთის რესპუბლიკაში, მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, ასევე ჩეხეთისა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. შეხვედრებში მონაწილეობას იღებდა, ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარიამ რაქვიაშვილი.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)