|
2022-11-03 11:14:39, 1114 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკის მხარდაჭერით საინვესტიციო პროექტი Gudauri Hills აშენდა
ბაზისბანკის, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებლის მიერ განხორციელებული მხარდაჭერითა და EBRD-ის მწვანე დაფინანსების პროექტის ფარგლებში, გუდაურში, საინვესტიციო პროექტის Gudauri Hills-ის მშენებლობა დაფინანსდა. პროექტის განსახორციელებლად, ბაზისბანკის მხრიდან კი 1.5 მილიონ აშშ დოლარამდე ინვესტიცია გამოიყო. ბაზისბანკის მიერ, პროექტის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინვესტიცია განხორციელდა. კომპლექსი სრულად აღიჭურვა ენერგო ეფექტური, ეკოლოგიურად სუფთა მასალებით, რომელმაც მნიშვნელოვნად შეამცირა გარემოზე მავნე ზეგავლენა და გააუმჯობესა ენერგო ეფექტური მაჩვენებლის კოეფიციენტი. Gudauri Hills Residence წარმოადგენს 6 სართულიან, 62 აპარტამენტიან სასტუმროს ტიპის საცხოვრებელ კომპლექსს რესტორნით, თხილამურების შესანახი სივრცითა და გარე ავტოსადგომით. Gudauri Hills Apart Hotel სასტუმროს ტიპის, მყუდრო, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 4 სართულიანი, 29 ნომრიანი აპარტ ოტელია. კომპლექსს ექსკლუზიური ადგილმდებარეობა გააჩნია და განთავსებულია პირველი სათხილამურო ტრასიდან რამდენიმე მეტრში, Ski-in/Ski-out კონცეფციით პირველ საბაგიროსთან. Gudauri Hills ზღვის დონიდან 2070 მეტრზე მდებარეობს, საიდანაც კავკასიონის ქედზე ულამაზესი ხედი იშლება. „ბაზისბანკს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კუთხით. მსგავსი პროექტების დაფინანსება ბანკისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რადგან ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას და აძლიერებს სამშენებლო სექსტორს, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. გვეამაყება, რომ კიდევ ერთი წარმატებული მასშტაბური პროექტის განხორციელების თანამონაწილეები ვართ.“ - განაცხადა ბაზისბანკის კომერციულმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)