|
2022-11-02 12:02:29, 1054 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია აკაკი წერეთლის გამზირის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
დედაქალაქის მერია წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაიწყებს. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სარეაბილიტაციო სამუშაოები საახალწლო დღესასწაულების ჩავლის შემდეგ დაიწყება. „ვგეგმავთ წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. სარეაბილიტაციო პროექტი ითვალისწინებს მთლიანად გამზირზე საფუძვლიანი ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებას, მათ შორის, პირველ ეტაპზე შეიცვლება ყველა ტიპის მიწისქვეშა კომუნიკაციები, მთლიანად განახლდება და მოწესრიგდება. ასევე მთლიანად მოწესრიგდება მიწისზედა საკომუნიკაციო ქსელი. ელექტროგადამცემი ხაზები, რომელიც ჰაერშია გამოკიდებული, მიწისქვეშ იქნება ჩატანილი. მიწისქვეშა ნარჩენების ურნები, გამწვანება, ახალი განათების ბოძები, ტროტუარების მოწესრიგება - ყველაფერი გაკეთდება. მინდა კომპანიებს მივმართო, რომ ცხადდება ბაზრის კვლევა და მიიღეთ მონაწილეობა. არსებული ვითარება არ არის სახარბიელო, კონკრეტული მონაკვეთი ძალიან დაზიანებულია და ამ ყველაფრის მოწესრიგება მნიშვნელოვანია. ყველა ასეთი მნიშვნელოვანი ქუჩის ერთდროულად ჩაკეტვა ქალაქში პრობლემას გამოიწვევს, შესაბამისად, გვიწევს ეტაპობრივად განვახორციელოთ პროექტები. ვფიქრობთ, ახალი წლების შემდეგ როდესაც საახალწლო დღესასწაულები ჩაივლის, სამუშაოების განხორციელება დავიწყოთ“,- აღნიშნავს კალაძე.
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)