|
2022-10-24 18:02:46, 904 ნახვა
საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს
2022 წლის რთველი წარმატებით სრულდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყურძნის მოსავალი ფაქტობრივად დაბინავებულია. ამ ეტაპისთვის ქვეყნის მასშტაბით 246 ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, რთველი დასრულებულია რაჭის რეგიონშიც, სადაც 1570 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის მოსავალია გადამუშავებული. რაჭაში მოსავლის თითქმის 100% - 1 500 ტონამდე კერძო სექტორმა ჩაიბარა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2022 წლის რთველი დროს ყურძნის ძირითადი ნაწილი კერძო სექტორმა ჩაიბარა. „სახელმწიფოს დაპირება, რომ რთველი ჩაივლიდა ორგანიზებულად და ყველა მევენახე შეძლებდა მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებას, შესრულებულია. შესაბამისად, არცერთ მევენახეს მოსავალი ჩაუბარებელი არ დარჩება. რაც შეეხება ცაგერის მუნიციპალიტეტში, გარკვეული ჯგუფების უკმაყოფილებისა ყურძნის ფასთან დაკავშირებით, ამის მიუხედავად, ღვინის კომპანიები შეუფერხებლად განაგრძობენ ყურძნის მიღებას. (კერძო კომპანიები მზად არიან 1კგ ცოლიკაურის ჯიშის ყურძენში გადაიხადონ 3.50 ლარი ხარისხის მიხედვით, რაც ცაგერის მუნიციპალიტეტის იმ სოფლებში, სადაც აპროტესტებენ ყურძნის ფასს, არის ყველაზე მაღალი შეთავაზება. გასულ წელს ფასი 3 ლარს არ აღემატებოდა). ყურძნის ფასს არეგულირებს ბაზარი, სახელმწიფო ფასების რეგულაციაში არ ერევა. აღნიშნული საკითხის მევენახე ფერმერებსა და კერძო სექტორის შეთანხმების საგანია. იმ შემთხვევაში, თუ კერძო სექტორის მხრიდან არ იქნება მოთხოვნა აღნიშნული ყურძნის შესყიდვაზე, სახელმწიფო კომპანია „მოსავლის მართვის კომპანია“ მზად არის შეიძინოს მევენახეებისგან ყურძენი, რომ მოხდეს მოსავლის სრულად დაბინავება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)