|
2022-10-20 12:29:37, 1408 ნახვა
საზოგადოება
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო პაციენტების მიღებას აჩერებს
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო პაციენტების მიღებას დროებით წყვეტს. ამის მიზეზი დაგეგმილი სარემონტო სამუშაოებია. როგორც კლინიკაში განმარტავენ, სტაციონარული პაციენტების მიღება დროებით შეჩერებულია და საავადმყოფო ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინირებით უზრუნველყოფს მხოლოდ განსაკუთრებულად რთული სამედიცინო შემთხვევების კლინიკურ მართვას. მათივე ცნობით, ინფრასტრუქტურული და კლინიკური განვითარების პროექტის ფარგლებში დაანონსებული სარეაბილიტაციო სამუშაოები ეტაპობრივად, 2022 წლის ბოლომდე დასრულდება და სამედიცინო ცენტრში სრულად განახლდება პედიატრიული მიმართულების ყველა სპექტრი. "ბავშვებზე ორიენტირებული მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, საავადმყოფოს მიერ დაანონსებული ინფრასტრუქტურული და კლინიკური განვითარების პროექტი გრძელდება. პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა რიგი სამედიცინო მიმართულებები. აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ საავადმყოფოს ადმინისტრაცია მუდმივად ახდენდა საზოგადოების ინფორმირებას. გაცხადებული პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ჰოსპიტალური სამედიცინო მიმართულებების რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზე გადადის და პაციენტებისთვის მაქსიმალურად კომფორტული ატმოსფეროს შექმნის მიზნით, 2022 წლის 20 ოქტომბრიდან კლინიკა დროებით აჩერებს სტაციონარული პაციენტების მიღებას. საავადმყოფო ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინირებით უზრუნველყოფს მხოლოდ განსაკუთრებულად რთული სამედიცინო შემთხვევების კლინიკურ მართვას. ასევე, სამინისტროსთან ერთად მოხდება სტაციონარული საჭიროების მქონე პაციენტების განხილვა და მათი შესაბამისი რეფერირება პროფილურ ჰოსპიტლებში. მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში უწყვეტ ფუნქციონირებას განაგრძობს ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური ცენტრი და ონკოჰემატოლოგიური მიმართულება. ინფრასტრუქტურული და კლინიკური განვითარების პროექტის ფარგლებში დაანონსებული სარეაბილიტაციო სამუშაოები ეტაპობრივად, 2022 წლის ბოლომდე დასრულდება და სამედიცინო ცენტრში სრულად განახლდება პედიატრიული მიმართულების ყველა სპექტრი",- წერია განცხადებაში.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)