|
2022-10-19 16:03:16, 1191 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ მხარდაჭრით თბილისში პირველი სპორტული ფესტივალი SPORT FEST-ი გაიმართება
თიბისის მხარდაჭერით 22-23 ოქტომბერს, დედა ენის ბაღში SPORT FEST-ი ჩატარდება. ეს არის პირველი სპორტული ფესტივალი თბილისში, რომელიც ერთ სივრცეში გააერთიანებს სპორტის სხვადასხვა სახეობას, სპორტულ დაწესებულებებს, სპორტთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს, სპორტით დაინტერესებულ პირებს, მოყვარულებს, პროფესიონალებს, ბავშვებსა და მოზარდებს. თიბისისთვის ახალი თაობის გაძლიერება პრიორიტეტულია და მუდმივად უწყობს მათ ხელს, აღმოაჩინონ და განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები სხვადასხვა მიმართულებით. თიბისი, SPORT FEST-ის მხარდაჭერით, ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას გაეცნონ სპორტის სახეობებს, გაატარონ შაბათ-კვირა ღია სივრცეში და დაკავდნენ მრავალფეროვანი აქტივობებით. ფესტივალის სტუმრებს დახვდებათ რამდენიმე სივრცე:
ღონისძიება მიზნად ისახავს ახალი ტრენდების შექმნას და სპორტული, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. ფესტივალი საშუალებას იძლევა აღმოაჩინო შენთვის ახალი, საინტერესო და აქამდე უცნობი სპორტის სახეობა, შეხვდე სპორტსმენებს და დაკავდე სხვადასხვა სპორტული აქტივობით მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად. თიბისისთვის მნიშვნელოვანია ახალი თაობის მხარდაჭერა. არსებობის 30 წლის მანძილზე თიბისი მრავალი ისეთი პროექტის ავტორი, მხარდამჭერი, დამფინანსებელი და თანამოაზრე გახდა, რომელიც ახალი თაობის გაძლიერებას ემსახურებოდა. თიბისი ახალგაზრდების მეგობარია და სწორედ ამ მიზნით უჭერს მხარს SPORT FEST-ს, რომელიც ახალ თაობას საშუალებას აძლევს აღმოაჩინოს საკუთარი თავი და განვითარდეს სპორტის სხვადასხვა სახეობაში.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)